ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა – ირაკლი კობახიძე

ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა – ირაკლი კობახიძე
“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ტრაგიკულ პიროვნებად მოიხსენიებს, რომელსაც არ აძლევენ საშუალებას, ელჩად იმუშაოს.

„ეს არის ტრაგიკული პიროვნება. მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო შეფასება“, – თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ჰერჩინსკისთან მიმართებით ურთიერთობებს კვლავ ცალმხრივ მეგობრობად განიხილავს.

„ის აიძულეს, ჩარეულიყო დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოში, როცა პირდაპირ გამოხატა საკუთარი პოზიცია საზოგადოების წინაშე. საზოგადოებას მოუწოდებდა, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. შემიძლია, გითხრათ ერთი რამ, რომ ის არის ტრაგიკული პიროვნება. ამ ადამიანს არ აძლევენ საშუალებას, იმუშაოს ელჩად. დანარჩენი, თქვენ თვითონ გამოგიტანიათ დასკვნები. ჩვენ ბატონ ჰერჩინსკისთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს გაგრძელდება“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *