“ჰორეკა სექტორზე ვართ მიმართული” – “მოსავალის” გაყიდვებში ადგილობრივ ბაზარს 20%-მდე უკავია

“ჰორეკა სექტორზე ვართ მიმართული” – “მოსავალის” გაყიდვებში ადგილობრივ ბაზარს 20%-მდე უკავია

მეღვინეობა “მოსავალის” გაყიდვებში ადგილობრივ ბაზარს 20%-მდე უკავია. კომპანიის გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ შეყრილაძე BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში განმარტავს, რომ გაყიდვებში ექსპორტის დომინირება, მათი ღვინის კონკრეტულ სეგმენტზე გაყიდვებითა და ქვეყნაში მაღალი კონკურენციით არის განპირობებული.

„მოსავალი“ ოჯახური ტიპის მეღვინეობაა, რომელიც წელს ექსპორტზე 100 000 ბოთლი ღვინის გატანას გეგმავს. ამგვარად, 2025 წელს ღვინის ექსპორტი 45%-ით გაიზრდება. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია კახეთში, ქართლსა და იმერეთში 40 ჰექტარზე გაშენებულ საფერავის, რქაწითელის, ჩინურის და სხვა ყურძნის ჯიშების ვენახებს მართავს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ასეთი გეოგრაფიული მრავალფეროვნება კლასიკური ქვევრის ღვინო, ასევე ევროპული ტექნოლოგიით დაყენებული სტილური ღვინოების წარმოების საშუალებას აძლევთ. მეღვინეობა “მოსავალის” ბრენდით 20 დასახელების ღვინოს აწარმოებს, რომელიც ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე იყიდება.

ნიკოლოზ შეყრილაძემ აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მათი ღვინოები სრულად სტუმარმასპინძლობის სექტორში იყიდება.

„ადგილობრივ ბაზარზე 100%-ით ჰორეკა სექტორზე ვართ მიმართული. ღვინო 8000 მოსავალშია წარმოდგენილი, რომელიც ალკოჰოლური სასმელების სპეციალური მაღაზიაა. გაყიდვებში ქვეყნის შიდა რეალიზაციას ამ ეტაპისთვის 15%-იანი წილი უჭირავს, თუმცა შეგვიძლია რომ ის მაქსიმუმ 20%-მდე გაიზარდოს. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენი პროდუქტი მხოლოდ ჰორეკა სექტორისთვისაა და არ არის საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი. ამიტომ შეზღუდულები ვართ, რადგან ბევრი ჰორეკა ობიექტია, თუმცა ყველას თავისი მომწოდებელი ჰყავს.

ამის პარალელურად, ჩვენი ადგილობრივი გაყიდვები განვითარდა. თვეში, გაყიდვები უხეშად 1000-2000 ბოთლამდე მერყეობს, რაც გასულ წლებთან მიმართებით გაზრდილია, თუმცა ეს ბიზნესიც სეზონურობასთანაა დაკავშირებული და ველოდებით ზაფხულის ტურისტულ სეზონს“, – ამბობს შეყრილაძე.

რაც შეეხება მევენახეობას, მათი ვენახების განვითარებული ფართობი 40 ჰა-ს შეადგენს. ეს არის კახეთის, ქართლისა და იმერეთის რეგიონები, სადაც ჯამში 7 ჯიშური ვაზია გაშენებული. ამასთან, კომპანია მცირე რაოდენობით ყურძენს ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებისგან იღებს, რომელთანაც დაპარტნიორებულია.

„ვატარებთ ექსპერიმენტებს. ჩვენს მეღვინეს სრული თავისუფლება აქვს, თუ ღვინის რა ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროს. ეს კი ძალიან კარგ შედეგს იძლევა და ავითარებს როგორც ჩვენს მეღვინეობას, ასევე ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას და ჩვენი მეღვინის უნარ-ჩვევებსაც“, – აცხადებს ნიკოლოზ შეყრილაძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *