1 მაისიდან ტაილანდში მოგზაურობის წესი შეიცვალა – რა არის TDAC?

1 მაისიდან ტაილანდში მოგზაურობის წესი შეიცვალა – რა არის TDAC?
1 მაისიდან ტაილანდში მოგზაურობის მსურველთათვის ახალი წესი ამოქმედდა. ქვეყნის არამოქალაქეებმა საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო საზღვრის გადაკვეთამდე “ტაილანდში ჩასვლის ციფრული ბარათი” (TDAC) უნდა მიიღონ.

ახალი ციფრული ბარათი აქამდე არსებულ ფიზიკურ დოკუმენტაციას ანაცვლებს, რაც მიგრაციის პროცესისა და ტაილანდის სასაზღვრო კვეთის პროცედურების გამარტივებას ემსახურება.

TDAC-ის სისტემა ტაილანდის იმიგრაციის ბიუროს ბიომეტრიულ მონაცემთა ბაზაზე იქნება მიბმული, რაც სასაზღვრო ოფიცრებს საერთაშორისო მოგზაურთა სწრაფი გადამოწმების საშუალებას აძლევს. მოგზაურებმა ბარათი ტაილანდში ჩასვლამდე 3 დღის განმავლობაში უნდა აიღონ.

ციფრული ბარათის მისაღებად ონლაინ რეგისტრაციაა საჭირო, რის შემდეგაც მოგზაურს უნიკალური QR კოდი მიენიჭება, რომელიც მან საზღვარზე უნდა წარადგინოს. ბარათის აღება უფასოა და არანაირ მოსაკრებელს არ საჭიროებს, თუმცა მის გარეშე საზღვარზე მოგზაური არ დაიშვება.

მაისიდან TDAC-ის ფლობა სავალდებულო იქნება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი ვიზიტის მიზეზისა, იქნება ეს მოგზაურობა, საქმიანი შეხვედრა თუ გრძელვადიანი ცხოვრება. გამონაკლისი მხოლოდ ის მოგზაურები იქნებიან, რომლებიც ტაილანდს სატრანზიტო ზონად იყენებენ და საემიგრაციო კონტროლის გავლა საერთოდ არ უწევთ.

ტაილანდში ტურიზმი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ 9.5 მილიონი მოგზაური მიიღო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *