“ჩვენ ვართ საქართველოს მშრომელები. ქვეყანა ჩვენი შრომის, დაღლისა და მოთმინების ხარჯზე ცოცხლობს. ჩვენ ვასწავლით, ვზრუნავთ, ვასუფთავებთ ქუჩებს, ვმართავთ მატარებლებს, ვიკვლევთ, ვაშუქებთ სიმართლეს, ვკურნავთ, მოვიპოვებთ წიაღისეულს, ვმუშაობთ მშენებლობაზე, ვქმნით ხელოვნებას, ვპასუხობთ თქვენს ზარებს…ჩვენ ვართ ქვეყნის სტაბილურობის ფუნდამენტი. ჩვენზე დგას მომავალი თაობების, საკუთარი და ქვეყნის ინტერესები – მაგრამ ჩვენს ხმას არავინ ისმენს.
ხუთშაბათს, 1 მაისს, 19:00 საათზე, 10 დამოუკიდებელი პროფკავშირი, მშრომელთა სხვადასხვა ჯგუფები და მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ორბელიანის მოედანზე გიწვევთ. იქ, სადაც, 1901 წელს, პირველად შეიკრიბნენ საქართველოს მშრომელები საპირველმაისოდ. ეს იქნება ზრუნვის, გაზიარების და საერთოობის გამბედავი ძიება: სულ სხვა პირველი მაისი და სულ სხვა, ნამდვილი ერთობა.
თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!”, – წერია განცხადებაში.