10 აპრილის ღონისძიებების ანონსი

27 მარტის ღონისძიებების ანონსი
10 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების სია შემდეგია:

10:00 საათზე, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი – 10:00 სთ – 16:00 სთ: 10:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა; სხდომაზე განსახილველი საკითხებია: როინ შავაძის მკვლელობის საქმე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე; სხდომაზე მოწვეულნი არიან ქალბატონი ციცინო შავაძე, ბატონები – დავით გურგენიძე, კარლო კოპალიანი, ნოდარ მუსერიძე; სხდომის მიმდინარეობა სრულად გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით. ასევე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და სოციალურ პლატფორმებზე.

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულ ინდექსს გამოაქვეყნებს (2025 წლის მარტი).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *