10-11 აპრილს ღამის საათებში გორის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება – დეპარტამენტი

10-11 აპრილს ღამის საათებში გორის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება – დეპარტამენტი
10-11 აპრილს, ღამის საათებში გორის გვირაბებში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობისას მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობისას, 2025 წლის 10 აპრილის 23:00 საათიდან 11 აპრილის 03:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 11 აპრილის 03:00 საათიდან 07:00 საათამდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების განმარტებით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე, ხოლო თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *