ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ირანში ისრაელის თავდასხმის შედეგად წითელი ნახევარმთვარის ორი თანამშრომელი დაიღუპა.
„ეს თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ჯგუფები ასრულებდნენ მოვალეობებს და არ იყვნენ ჩართულნი რაიმე სამხედრო მოქმედებებში“, – განაცხადა ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ.
ამასთან, ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ გამოაქვეყნა დამწვარი ავტომობილის ფოტოები, რომელიც, მათი თქმით, წითელი ნახევარმთვარის სასწრაფო დახმარების მანქანა იყო და ისრაელის თავდასხმის სამიზნე გახდა.