სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი აცხადებს, რომ სომხეთის შესაბამისი უწყებები მუდმივ კავშირში არიან იმ ეკონომიკურ სუბიექტებთან, რომლებიც საქართველოს გავლით ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის პროცესში სირთულეებს აწყდებიან. ამის შესახებ პაპოიანმა პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. “ამჟამად გვაქვს ონლაინ ფორმატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ, რამდენმა მანქანამ გადაკვეთა საქართველო და რუსეთი, რამდენი დგას ლარსში, რამდენს დაუდასტურდა პრობლემა, მაგრამ ჯერ ლარსში არ მისულა, რამდენია გამშვებ პუნქტზე. ვიცით, რა პრობლემები აქვთ და ვცდილობთ, გადაჭრის გზები ვიპოვოთ,” — აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოდან წერილობით აცნობეს, რომ აღნიშნულ საკითხზე უახლოეს პერიოდში დაუკავშირდებიან, რადგან სომხეთის მხარე კვლავაც აფიქსირებს გადაზიდვების პროცესის შენელებას. “იყო პერიოდი, როცა მანქანები საერთოდ არ იყო, შემდეგ 1–2 დღის განმავლობაში შეიქმნა ხარვეზი, რაც მოგვიხდა, ახლა კი კვლავ შენელება ფიქსირდება. დღეში რამდენიმე მანქანა — ეს ჩვენთვის პრობლემურია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან ყველა შეთანხმება შესრულებულია. ველით, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორებიც შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, — განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *