ისრაელის იერიშის შედეგად ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ორი თანამშრომელი დაიღუპა.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად ახალი ამბების რედაქტორი ნიმა რაჯაბპური და ადმინისტრაციული თანამშრომელი მასუმე აზიმი დაიღუპნენ.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელმა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა დაბომბა, რომელიც თეირანში მდებარეობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *