სერგეი გოლოვკინი 1959 წელს, მოსკოვში დაიბადა. მამა ინჟინერი, დედა კი დიასახლისი იყო. მამას გართობა უყვარდა. სახლში როგორც მონსტრი, ისე იქცეოდა. გარდა ამისა, ბევრს სვამდა. ცოლს სცემდა.
თავად გოლოვკინი მამის მხრიდან ძალადობას არ აღიარებდა, თუმცა მოგვიანებით, ფსიქიატრების დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ მამა მასზე სექსუალურად ძალადობდა.
მამის მხრიდან მასზე განხორციელებულმა სექსუალურმა ძალადობამ, ბავშვს მენტალური ჯანმრთელობა სამუდამოდ დაუზიანა…
მანიაკის ისტორიის შესახებ კი მოგვიანებით სერიალები გადაიღეს და კიდევ ერთხელ აჩვენეს, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის სისასტიკე.
გოლოვკინს თანაკლასელებთან კომუნიკაცია უჭირდა, ფიზიკურადაც არ გამოიყურებოდა კარგად და ამის გამო ბავშვები დასცინოდნენ. ამან ბიჭი კიდევ უფრო გააბოროტა.
ბიჭს სკოლაში 12-14 წლის მოზარდები თავს დაესხნენ, ცხვირი და წინა კბილები გაუტეხეს და სასტიკად სცემეს. ამის შემდეგ სერგეის სკოლა და სკოლის მოსწავლეები საბოლოოდ შესძულდა და სურდა, ენახა, თუ როგორ იტანჯებოდნენ ბავშვები…
მძიმე დანაშაულები
1982 წელს, სერგეი გოლოვკინმა მოზარდის გატაცება პირველად სცადა. ის ტყეში 12 წლის გოგონას შეხვდა, მასთან საუბარი დაიწყო, თუმცა გოგონას უცნობი მამაკაცი არ მოეწონა და გაიქცა…
1984 წელს, ტყის ტერიტორიაზე მოწყობილ პიონერთა ბანაკში ჩაუსაფრდა მსხვერპლს. ერთი მოზარდი, რომელიც მოსაწევად გავიდა, დაიჭირა და ხეზე ჩამოკიდა… ტვინის ხანგრძლივმა ჰიპოქსიამ ენცეფალოპათია გამოიწვია და მოზარდი სამუდამოდ დაინვალიდდა. მსხვერპლმა მანიაკი 9 წლის შემდეგ ამოიცნო.
ამის შემდეგ 16 წლის ბიჭი მოიტაცა, მასზე იძალადა და დაასახიჩრა. გოლოვკინს საკუთარი თავის კონტროლი აღარ შეეძლო. სულ უფრო მეტი ბავშვის მოკვლა სურდა.
ცოტა ხანში, პიონერთა ბანაკიდან გამოსული 16 წლის მოზარდი მოკლა. გამოძიება დაიწყო, თუმცა მის კვალს ვერ მიაკვლიეს.
ამ სასტიკი დანაშაულებიდან ორი წლის შემდეგ, მანქანა და მიწის ნაკვეთი შეიძინა. მსხვერპლის საწამებლად ავტოფარეხი მოაწყო .
მოზარდებს სადგურზე ხვდებოდა და სახლში წაყვანას სთავაზობდა. გზაში ეუბნებოდა, რომ ერთად მაღაზიები გაეძარცვათ. ვინც თანხმდებოდა, ავტოფარეხში მიჰყავდა, აუპატიურებდა და კლავდა, ვინც არა, გზაში ჩამოსვამდა.
1990 წლის აგვისტოში ფიშერმა ორი მოსწავლე მოკლა…
1992 წლის სექტემბერში, სამი მეგობარი თავის ავტოფარეხში შეიტყუა და ბავშვები დახოცა.
ამ დროის განმავლობაში ფიშერის კვალს ყველა ეძებდა. მაგრამ სერგეი თავის დაღწევას ყოველთვის ახერხებდა. გამოცდილი ოპერატიული აგენტების ცალკე საგამოძიებო ჯგუფი კი შეიქმნა.
საბოლოოდ ერთ-ერთმა მოზარდმა, რომლის მეგობრებიც სერგეიმ წაიყვანა, ის ამოიცნო და პოლიციას უთხრა, რომ მას სერგეი ერქვა და ზოოტექნიკოსად მუშაობდა. გოლოვკინის კვალს მიაგნეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. მრავალი საათის განმავლობაში კითხავდნენ, თუმცა უშედეგოდ. მამაკაცი ბრალს არ აღიარებდა… თუმცა, მისი ავტოფარეხის ჩხრეკის შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა.
როგორც გამომძიებლები ამბობდნენ, ავტოფარეხი სისხლით იყო სავსე, სკოლის მოსწავლეების ნივთები ეყარა. ფიშერი იძულებული გახდა, დაესახელებინა ადგილი, სადაც გვამებს მარხავდა.
როდესაც გამომძიებლებმა გვამები ამოთხარეს, ბიჭებს თმა გაჭაღარავებული ჰქონდათ… არავინ იცის, რას აკეთებდა მანიაკი ასეთს, რომ ბავშებს თმა უჭაღარავდებოდათ, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ის მოზარდებს სასტიკად აწამებდა.
6 წელში მან 11 მოზარდი მოკლა. ეს მხოლოდ დადასტურებული შემთხვევებია. მანიაკს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მან შეწყალება ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს.