17 ივნისს, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა რომის პაპ ლეონ XIV-ს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა რომის პაპთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებულ თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს. რომის პაპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.
საქართველოს ელჩმა პაპს საჩუქრად გადასცა წმინდა ნინოს ჯვარი და წიგნი ქართული ხელნაწერების შესახებ.
რწმუნებათა სიგელის გადაცემის საზეიმო ცერემონია წმინდა საყდრის სამოციქულო სასახლეში გაიმართა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.