საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში საზედამხედველო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერები განახლებული პირობებით გამოცხადდა. მათივე ცნობით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

“ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერები საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვაზე”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება, ჯამურად, 8.9 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო უშუალოდ იმ სამუშაოების ღირებულება, რომელზეც უნდა განხორციელდეს ზედამხედველობა, ჯამურად, შეადგენს 220 მილიონ ლარს.

“ტენდერები გამოცხადებულია სამუშაოების შინაარსისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს კონკურენციის ზრდასა და ტენდერში მეტი პრეტენდენტის მონაწილეობას. სხვადასხვა სახის სამუშაოს ზედამხედველობისთვის გამოცხადდება ცალკე ტენდერი.

გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში, საზედამხედველო მომსახურება განხორციელდება აღმოსავლეთ საქართველოს ორ არეალში: A1 არეალი მოიცავს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებს, ხოლო A2 არეალი – სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს.

საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება, ჯამურად, შეადგენს 8.9 მილიონ ლარზე მეტს, ხოლო უშუალოდ იმ სამუშაოების ღირებულება, რომელზეც უნდა განხორციელდეს ზედამხედველობა, ჯამურად, შეადგენს 220 მილიონ ლარს.

საზედამხედველო მომსახურების ვადა ორი წელი იქნება.

სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა ყოველდღიურად უნდა განახორციელოს ტექნიკური ზედამხედველობა თითოეულ ობიექტზე და ადგილზე უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოების მიღება”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *