“ოცნებაში” დაწყებული საკადრო ცვლილებები ბოლო 2 თვეა სხვადასხვა დონეზე აქტიურად გრძელდება. საგაზაფხულო ცვლილებებისგან განსხვავებით, ივნისში “პირადი განცხადების საფუძველზე” თანამდებობის დატოვების გარდა აქტუალური იყო უწყებებში შიდა გადაადგილებები.
BM.GE გთავაზობთ ცვლილებების სრულ სიას
- 2 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ლევან მგალობლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მგალობლიშვილი 11 ივნისს თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე დაინიშნა.
- bm.ge-მ 2 ივნისს გაარკვია, რომ “ქართული ოცნების” მთავრობაში ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მოადგილე იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა, ინფორმაცია უწყებამ დაადასტურა, თუმცა არ განმარტა მიზეზი. მინისტრის მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე 10 ივნისს მარიამ ტაბატაძე დაინიშნა.;
- 3 ივნისს გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა თანამდებობა დატოვა და ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მე-6 მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა;
- 4 ივნისს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იმ დრომდე გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა;
- 4 ივნისსვე, ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს. გვარაკიძე აქამდე თბილისის პროკურორი იყო – ის ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 13 მაისს დაინიშნა;
- 5 ივნისს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა;
10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
შსს-ში ერთი დღის ცვლილებების შედეგად:
- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა.
- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე;
- ვაჟა სირაძე – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა;
- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან მაისურაძე დაინიშნა;
- თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;
- კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;
- ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან კვიციანი დაინიშნა.
- ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;
- სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;
- იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.
- შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა თანამდებობა ისე დატოვა, რომ ის არსად გადაუყვანიათ.
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს
- 16 ივნისს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა ზურა ხაჩიძემ დატოვა;
- 16 ივნისს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ თანამდებობა “პირადი განცხადების” საფუძველზე დატოვა. ის ირაკლი (დაჩი) ბერაიამ შეცვალა;
- 18 ივნისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბეჟან ობგაიძე დაინიშნა, მან ნიკა ცხვარაშვილი შეცვალა, რომელიც 19 ივნისს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გახდა;
- 19 ივნისს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელად ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა, რომელმაც თავის მხრივ ობგაიძე ჩაანაცვლა.