“დღის განმავლობაში რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას მივაწოდო სრულყოფილი ინფორმაცია — კანონის უზენაესობა და მისი აღსრულება არის ბიუროს უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენს მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია არც ცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს და მიმართულია მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური საქმიანობის ორგანიზაციების მიზნობრიობის შესწავლისკენ. ამ პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სრულად უზრუნველყოფილი იქნება პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა.”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *