როგორც განცხადებაში წერია, თავდასხმა მათზე, ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის და ეწინააღმდეგება კორუფციას, წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან, მათ შორის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების დაცვის მიმართულებით.
„ეს მოთხოვნა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ამკაცრებს ხელისუფლება საქართველოში რეპრესიებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებზე და როგორ იყენებენ ქვეყნის სასამართლო სისტემასა და ანტიკორუფციულ ბიუროს ადამიანის უფლებათა დამცველების, აქტივისტებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების მიზანმიმართული დევნისა და დათრგუნვისთვის. თავდასხმა მათზე, ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის და ეწინააღმდეგება კორუფციას, წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან, მათ შორის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების დაცვის მიმართულებით.არასამთავრობო ორგანიზაციების იძულება, გადასცენ სენსიტიური ინფორმაცია — მათ შორის ბენეფიციარების სახელები, ფოტოსურათები, საბანკო ჩანაწერები და ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები — ზღუდავს ორგანიზაციების დამოუკიდებლობასა და ავტონომიას და ანიჭებს სახელმწიფოს არაპროპორციულ კონტროლს მათ საქმიანობაზე. ეს ზღუდავს საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა მნიშვნელოვან საქმიანობას, რომლებიც იცავენ წამების, სექსუალური ძალადობის, კორუფციისა თუ სხვა უფლებადარღვევათა მსხვერპლებს. ეს არის პირადი ცხოვრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უხეში დარღვევა და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს ეს ბრძარება და რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დამოუკიდებლობისა და ავტონომიის შეზღუდვას, და უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების დამცველები და აქტივისტები თავიანთ საქმიანობას შიშისა და ანგარიშსწორების მოლოდინის გარეშე შეძლებენ,“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.