“ჩვენი [EU-ს წევრი] 27 ქვეყნის სურვილია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს” – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ბლოკის წევრობას, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, არ მიახლოებია და პირიქით, უფრო მეტად დაშორდა.

ჰერჩინსკიმ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც ქართული სამოქალაქო საზოგადოება დგას, რაც ქვეყანას ევროკავშირის გზას კიდევ უფრო აშორებს.

ყველა ველოდებით საქართველოს, თუმცა იმისთვის, რომ ეს ნამდვილად მოხდეს, კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო, ეს კრიტერიუმები ეხება ყველა ქვეყანას, რომელსაც EU-ში გაწევრიანების სურვილი აქვს, რაც სერიოზულ რეფორმებს მოითხოვს, თუმცა სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, EU-ს წევრობას უფრო არ დაახლოებია, არამედ უფრო დაშორდა.

სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად წინ მივიწევთ, გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებებს გავხსნით უკრაინასა და მოლდოვასთან, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ბოლო თვეების განმავლობაში დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას ვხედავთ. ასევე, ვხედავთ უფრო მეტ კანონს, რომლებიც ეწინააღმდეგება EU-ს პრინციპებსა და ჩვენს საერთო ღირებულებებს; ვხედავთ აქტივისტებს, ოპოზიციას, რომლებსაც ავიწროებენ, აბულინგებენ, ციხეში სვამენ; ვხედავთ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებსაც 4.5 წელი მიუსაჯეს – ეს აბსოლუტურად არაპროპორციული სასჯელია. ვიმედოვნებთ, რომ ყველა ამ კანონს უკან გაიწვევენ, ამ დიდ პოლიტიკურ კრიზისს გადავლახავთ და საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდება”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *