107 წლის წინ შევძელით, რომ 26 მაისს გამოგვეცხადებინა ეროვნული დამოუკიდებლობა… დღეს ვართ გამუდმებუ

107 წლის წინ შევძელით, რომ 26 მაისს გამოგვეცხადებინა ეროვნული დამოუკიდებლობა… დღეს ვართ გამუდმებუ

იუსტიციის მინისტრმა, დამოუკიდებლობის დღე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიულოცა.

როგორც პაატა სალია აღნიშნავს, დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი იყო ძალიან რთული და ეს არ იყო ერთჯერადი აქტი, დღემდე უდიდესი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს.

“ვულოცავ “რუსთავი 2-ის” მაყურებელს, ვილოცავ მთელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს თარიღი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის უმთავრესი ეროვნული დღესასწაული საქართველოში, არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს საქართველოს მოქალაქეა. განურჩევლად ეროვნებისა, მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღე.

დამოუკიდებლობის მოპოვება არის ძალიან რთული და ჩვენი ერი ამისთვის მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა. 107 წლის წინ შევძელით, რომ 26 მაისს გამოგვეცხადებინა ეროვნული დამოუკიდებლობა.

შემდგომ, უკვე 1991 წელს შევძელით, რომ აღგვედგინა ეს დამოუკიდებლობა და დღეს ვართ გამუდმებულ ბრძოლაში, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა.

დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადად მიღწევადი, ეს არის მუდმივი ბრძოლის პროცესი, შესაბამისად დღესაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ვართ ბრძოლაში იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, გავხადოთ მეტად სუვერენული, მეტად დამოუკიდებელი და იყოს მსოფლიო მოწინავე ქვეყნების რიგში, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა “, – განაცხადა პაატა სალიამ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *