ლოს-ანჯელესის პოლიციამ ავსტრალიელ ჟურნალისტს, ლორენ ტომასს, ესროლა, რის შემდეგაც L.A Press Club-მა მათ უჩივლა. გამოძიება დაწყებულია. ლოს-ანჯელესის ჟურნალისტებმა ქალაქის პოლიციის დეპარტამენტს უჩივლეს ბრალდებით, რომ ბოლოდროინდელი პროტესტების დროს, რაც მოჰყვა ფედერალური იმიგრაციის რეიდებს, ოფიცრებს მიზანში ჰყავდათ ჟურნალისტები, ერთ-ერთ მათგანს კი — წარმოშობით ავსტრალიიდან, ესროლეს. საჩივარი, რომელიც შეივსო ფედერალურ სასამართლოში, ადანაშაულებს სამართალდამცავებს დემონსტრაციებზე ხალხისა და პრესის წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებაში. “LAPD-მა უკანონოდ გამოიყენა ძალა და ძალადობრივი მუქარა მოსარჩილეების, მათი წევრებისა და სხვა ჟურნალისტების მიმართ, რათა დაეშოშმინებინათ ისინი და ჩარეულიყვნენ მათ კონსტიტუციურ უფლებაში — დოკუმენტურად აესახათ საჯარო მოვლენები, რა მოვალეობაც აკისრია პრესას.” ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებდნენ საპროტესტო აქციებს, ოფიცრებმა ცხენებიდან ესროლეს “ნაკლებად მომაკვდინებელი საბრძოლო მასალები”, და ძალდატანებით აუკრძალეს გადაღება. “უკვე სახიფათოა, იყო ჟურნალისტი ლოს-ანჯელესში,”— ეწერა საჩივარში. საჩივარში ირწმუნებიან, რომ ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა (LAPD) მიზანმიმართულად დააზიანა ჟურნალისტები, როდესაც ისინი საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. სარჩელი შეიტანა L.A. Press Club-მა, ჯგუფმა, რომელიც წარმოადგენს თითქმის 1000 ჟურნალისტს. ნათქვამია, რომ პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცხენები, რათა ჟურნალისტებს შეეჩერებინათ თავიანთი სამუშაო პროცესი. სარჩელის ერთ-ერთი მაგალითია ლორენ ტომასი, ავსტრალიელი ჟურნალისტი. მას რეზინის ტყვია ლოს-ანჯელესის ცენტრში პირდაპირ ეთერში ესროლეს. სარჩელში ნათქვამია, რომ ოფიცერმა პირისპირ შეხედა მას და მიზანმიმართულად დაუმიზნა, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ეჭირა მიკროფონი და მუშაობდა გადამღებ ჯგუფთან ერთად. ტომასიმ განუცხადა CNN-ს, რომ ის რამდენიმე საათის განმავლობაში აშუქებდა მოვლენებს, როდესაც პოლიციის ძალადობრივი ქმედებები მოულოდნელად უფრო ინტენსიური გახდა. მას რეზინის ტყვიისგან სისხლჩაქცევა ჰქონდა. ლორენი ამბობს: “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები იქ ასრულებენ ჩვენს საქმეს.” პრესკლუბში აცხადებენ, რომ ამ სარჩელით იცავენ ყველა ჟურნალისტს, გააშუქონ ამბები უსაფრთხოდ და თავისუფლად. “დღევანდელი საჩივრით, L.A Press Club იბრძვის მისი 1000 წევრის უფლებებისთვის, რომ გააშუქონ ახალი ამბები თავიანთი სიცოცხლის გარისკვის გარეშე,” — თქვა სპიკერმა ადამ როუზმა. The Nine Network-ის CEO მეტ სტენტონი ადასტურებს, რომ გამოძიება ავსტრალიელი რეპორტიორის რეზინის ტყვიით დაჭრის ფაქტზე დაწყებულია. “ვიდეო კადრი, რომელიც ჩვენმა გუნდმა კვირა დღეს გადაიღო, აჩვენებდა პოლიციის ოფიცრის იარაღიდან განასროლ ტყვიას, ეს იყო შოკისმომგვრელი და გაზარდა შეშფოთება მსოფლიოს მასშტაბით და ასევე ვალიდური შეკითხვები იმის შესახებ, თუ რას შეიძლებოდა სამართლებრივად გაემართლებინა პოლიციის ოფიცრის მიერ ჩადენილი ქმედებები.” “ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომაა ფორმალური გამოძიება ასეთი მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, გამოვიკვლიოთ, რა და რატომ მოხდა. მე ვგეგმავ, LAPD-ის კომისარს გამოძიებასთან კოოპერაციის შეთავაზების შესახებ მივწერო,”— განაცხადა სტანტონმა. მიმდინარე მოვლენებს ავსტრალიის პრემიერ მინისტრი, ენტონი ალბანისი, გამოეხმაურა. ის აცხადებს, რომ აშშ-ს მთავრობის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. “ჩვენ ეს საკითხები უკვე წამოვწიეთ აშშ-ის ადმინისტრაციაში. ჩვენთვის მიუღებელია, რომ ეს მოხდა. და ვფიქრობთ, რომ მედიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.”
ახალი ამბების სააგენტო