თანამშრომლობა ხარისხის ინფრასტრუქტურისთვის: აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის (ინდუსტრიის) წარმომადგენლების დაკავშირება
გერმანიის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტი (PTB) 26 ივნისს კონფერენციას “თანამშრომლობა ხარისხის ინფრასტრუქტურისთვის: აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის (ინდუსტრიის) წარმომადგენლების დაკავშირება” მართავს. კონფერენცია ექსპო ჯორჯიას, მე-3 პავილიონში ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია სამშენებლო მასალების მიმართულების საუნივერსიტეტო ლაბორატორიებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის (სამშენებლო მასალების მწარმოებლები, სამშენებლო კომპანიები) თანამშრომლობის ხელშეწყობა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში ჩატარებული კვლევები:
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ა. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი
- ადგილობრივი ქანების გამოყენებით სატარე და დეკორატიული მინების, ასევე სამშენებლო კერამიკული მასალების შემადგენლობების შემუშავება და მიღება ლაბორატორიულ და ნახევრადსაქარხნო პირობებში
- გეოპოლიმერული მასალების მიღება ადგილობრივი მთის ქანების და საწარმოო ნარჩენების საფუძველზე
- მდ. დურუჯის თიხაფიქლების საფუძველზე სამშენებლო კერამიკული ნაკეთობების მიღების ინოვაციური ტექნოლოგიები
- საქართველოს თიხოვანი ქანების საფუძველზე ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების მიღების ტექნოლოგიების შემუშავება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- კომპლექსური მინერალური დანამატი მაღალი ხარისხის ბეტონის დასამზადებლად
- CCUS (ნახშირბადის დაჭერა, გამოყენება და შენახვა) ტექნოლოგია ცემენტის წარმოებაში
თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციების მიერ: შპს ბაზალტ ფაიბერსი (საქართველო), გერმანიის აგურისა და კრამიტის ასოციაცია (გერმანია, ონლაინ), ფრაუნჰოფერის ინსტიტუტი (გერმანია, ონლაინ), გერმანიის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტი (გერმანია, ონლაინ).
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები პირები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე 25 ივნისამდე: სარეგისტრაციო ბმული მონაწილეობის მსურველი პირებისთვის
აღნიშნული ღონისძიება მხარდაჭერილია გერმანიის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (PTB) პროექტის „ხარისხის ინფრასტრუქტურის მომსახურების გაძლიერება დამატებული ღირებულების, პროდუქტიულობისა და ინოვაციისთვის“ მიერ, დაფინანსება: BMZ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა.