კალასის განცხადებით, სასამართლო სისტემა ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია, შესაბამიად, განიხილეს სანქციების დაწესების საკითხი იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებენ.
“დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელები უკიდურესად მკაცრია, არც კი ვიცი რა არის შესაფერისი სიტყვა, მაგრამ ისინი ამ ქმედებების პროპორციული არ არის. სასამართლო სისტემა ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია, ამიტომ ასევე იყო განხილვა სანქციების დაწესების შესახებ იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც ამ ღონისძიებებს ახორციელებენ. ასე რომ, ჩვენ დღეს განვიხილეთ ეს საკითხი და ამას ივლისში დავუბრუნდებით. ამჟამად შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ამიტომ იმედი მაქვს, რომ შესაძლოა მომავალში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის ან საქართველოს დასჯა. ჩვენი მიზანია ის ადამიანები დავსაჯოთ, კონკრეტული ადამიანები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ“, – განაცხადა კაია კალასმა.