Galt & Taggart-ის სექტორული კვლევის მიხედვით, 2024 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალმა $5.7 მილიარდი შეადგინა, რაც 2020-2024 წლებში 19.2%-იანი ზრდაა.

კვლევის თანახმად, საერთო შემოსავლის 36.8%, ანუ $2.1 მილიარდი, სამშენებლო მასალების გაყიდვებზე მოდის. ეს კატეგორია მოიცავს ცემენტს, ბეტონს, ასფალტს, არმატურას და სხვა მსგავს პროდუქტებს.

შემოსავლის ძირითადი ნაწილი, $3.6 მილიარდი, სახლის გაუმჯობესებაზე მოდის. აქედან, $2.5 მილიარდი სარემონტო მასალების (მილები, კარ-ფანჯრები, კაბელები, კერამიკული ფილები და სხვა) გაყიდვებით არის მიღებული. საოჯახო ტექნიკაზე $600 მილიონი მოდის, ავეჯსა და განათებაზე კი – $500 მილიონი.

Galt & Taggart-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ სექტორი სტაბილურად იზრდება. 2020-2024 წლებში შემოსავლის ზრდა ორი ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული: ფასებისა და მოთხოვნის ზრდით. ამას ხელი შეუწყო რამდენიმე მნიშვნელოვანმა გარემოებამ:

  • მაღალი ინფრასტრუქტურული დანახარჯები;
  • რეკორდული რაოდენობის სამშენებლო ნებართვების გაცემა;
  • პანდემიის შემდგომ პერიოდში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა.

აღსანიშნავია, რომ პუბლიკაციის თანახმად, სამშენებლო მასალების სექტორის შემოსავლის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე მოდის, სარემონტო მასალები კი დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული, რაც ხშირად ფასების ზრდას განაპირობებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *