11 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

25 მარტი: როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 ივნისს საქართველოში ამინდი ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით იქნება განპირობებული.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის განმავლობაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან – ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში ადგილი ექნება სეტყვასაც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი.

საზღვაო და დასავლეთ საქართველოს ქალაქებში ძირითადად მშრალი ამინდია მოსალოდნელი:

  • სოხუმი – უმეტესად უნალექოდ, ჰაერის ტემპერატურა +30°C
  • ბათუმი – უმეტესად უნალექოდ, +30°C
  • ქობულეთი – უმეტესად უნალექოდ, +29°C
  • ქუთაისი – უმეტესად უნალექოდ, +33°C
  • ზუგდიდი – უმეტესად უნალექოდ, +32°C
  • ანაკლია – უმეტესად უნალექოდ, +30°C
  • ოზურგეთი – უმეტესად უნალექოდ, +30°C
  • ონი – დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, +30°C
  • გორი – უმეტესად უნალექოდ, +32°C
  • ცხინვალი – უმეტესად უნალექოდ, +31°C
  • თბილისი – დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, +33°C
  • მარნეული – ხანმოკლე წვიმა ელჭექით, +31°C
  • რუსთავი – ხანმოკლე წვიმა ელჭექით, +33°C
  • ახალციხე – დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, +30°C
  • ბორჯომი – დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, +28°C
  • ბაკურიანი – ხანმოკლე წვიმა ელჭექით, +23°C
  • სტეფანწმინდა – დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, +22°C
  • თელავი – დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, +31°C

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *