11 მლნ ლარამდე თანხის დაუფლების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

11 მლნ ლარამდე თანხის დაუფლების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 161 მოქალაქის კუთვნილი 10 726 497,95 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარედგინა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს და თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით შპს „სექტორი 7“ დააფუძნეს. 2020-2024 წლებში აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულების და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს. აღნიშნულის მიუხედავად, ბრალ დებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულთათვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა. ხსენებული დანაშაულებრივი სქემით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 161 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით – 10 726 497,95 ლარს დაეუფლნენ”, — წერია განცხადებაში. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით წარედგინათ (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით). აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *