11-12 ივნისს ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართება

11-12 ივნისს ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართება
“ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა, — ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები და მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა.

„11 ივნისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ქართველ კოლეგას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება. გაფორმდება შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის ერთობლივი პრესკონფერენცია.

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს უნგრეთის პრეზიდენტთან, ტამაშ შუიოკსა და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ლასლო კოვერთან“, – აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა და შეთანხმებები:

  • ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება.
  • დაგეგმილია შეთანხმებების გაფორმება სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
  • მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *