“მე დადგენილებას ხელი მოვაწერე, რომლითაც შემოღებულია ახალი უკრაინული სანქციები — იმ პირების მიმართ, რომლებიც ოკუპანტთან თანამშრომლობენ ჩვენს მიწაზე. ესენია ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც საქმიანობას ეწევიან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმში, ამართლებენ აგრესიას, მიიჩნევენ ნორმალურად ოკუპაციის პირობებში მოგების მიღებას და იხდიან გადასახადებს ოკუპანტისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია — ვიწყებთ ფართო მასშტაბის სანქციების შემოღებას მსგავსი პირების წინააღმდეგ. გვაქვს ჩვენი სპეციალური სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაცია და ვიმოქმედებთ მტკიცედ და პრინციპულად. სანქციებთან დაკავშირებული შემდგომი გადაწყვეტილებები მალე იქნება მიღებული. ვადგენთ ყველა სქემას, რომლის მეშვეობითაც ოკუპანტს სარგებელი ეძლევა — რაც ნიშნავს, რომ ისინი უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებენ — და ამ სქემებს ვხურავთ. ასევე ვმუშაობთ უკრაინული სანქციების სრულ სინქრონიზაციაზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სანქციებთან. სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს ყველა იურისდიქციაში და რეალურად შეეზღუდოს ყველა, ვინც რუსეთი და ომი აირჩია.”
ახალი ამბების სააგენტო