უნგრეთს საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინის NATO-ში წევრობის საკითხის სამიტის დღის წესრიგიდან მოხსნით, რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია თავიდან იქნა აცილებული.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„NATO-ს მოახლოებული სამიტი არის პირველი 2022 წლის შემდეგ, სადაც ფოკუსი არა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებაზე, არამედ ალიანსის და კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებაზე. ვინაიდან უკრაინის NATO-ში წევრობა დღის წესრიგიდან მოიხსნა, რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია თავიდან აცილებულია. რაციონალიზმმა გაიმარჯვა“, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *