ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი ჟურნალისტებს ესაუბრა. მისი თქმით, ლიეტუვის ინიციატივით, საბჭოსთვის შეთავაზებული იქნება ექვსი პუნქტი იმის შესახებ თუ როგორ გაგრძელდება მუშაობა საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ახლაა სწორი დრო ამის გასაკეთებლად. მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით მინისტრები განიხილავენ საკითხებს — “სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული.” შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, სადაც, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.
ახალი ამბების სააგენტო