12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის კვირის ბოლო დაძაბული იქნება

ვერძი
დღეს წარმატება გელით ნებისმიერ სფეროში. ახალი საქმის დაწყება ფინანსური სარგებლის მომტანი იქნება. შესაძლებელია ძველი პრობლემების მოგვარება და სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შეცვლა.

კურო
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღეა. რთული საქმის დასრულების შესაძლებლობა გეძლევათ. დროა, იფიქროთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

ტყუპები
საინტერესო იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. ეცადეთ, ყურადღება მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ. თავი შორს დაიჭირეთ შურიანი ადამიანებისგან.

კირჩხიბი
ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა. ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე გადაიტანეთ და იმოქმედეთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ.

ლომი
არ აჩქარდეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეებს. პირად ცხოვრებაში სრული იდილია და ჰარმონიაა.

ქალწული
დღე ცვლილებების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე – დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყება დაგეგმოთ.

სასწორი
დასვენების, ძალების აღდგენის დღეა. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების, ოჯახის წევრების გარემოცვაში. ზომიერება გმართებთ კვებაში.

მორიელი
სერიოზული და პრაქტიკული უნდა იყოთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. მიხვდებით, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ უფრო პასუხისმგებლობა გაკავშირებთ, ვიდრე ვნება.

მშვილდოსანი
დაისახეთ მიზანი და იმოქმედეთ. ზოგ შემთხვევაში მაქსიმალური მოთმინება უნდა გამოავლინოთ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

თხის რქა
რომანტიკული განწყობის გამო შეიძლება ვალდებულებები ვერ შეასრულოთ. ძველ მეგობრებს შეხვდებით და შესაძლოა, ძველი საქმეებიც გააქტიურდეს. ოჯახთან ერთად დაგეგმეთ უქმეები.

მერწყული
დეტალებზე მუშაობა განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. დილითვე შეადგინეთ დღის გეგმა. გადახედეთ ნივთებს და გათავისუფლდით უსარგებლო საგნებისგან.

თევზებიმსუბუქი საქმეები შეასრულეთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. ოჯახთან ერთად დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *