ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყოველწლიურად იმატებს დონორთა რაოდენობა და 2023-2024 წლებში, ეს მაჩვენებელი 62 000 – 63 000-ს აღემატებოდა.
“სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სპეციალურ კამპანიას შეუერთდა – ცენტრის წარმომადგენლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ერთი ადამიანის მიერ, გაღებული სისხლით, სამი სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.
უსაფრთხო სისხლის მნიშვნელობაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ. მისი თქმით, 2011 წლიდან, ქვეყანაში, მოქმედებს უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც შემდგომი გამოყენებისთვის, სისხლის უსაფრთხო მარაგების შექმნას უზრუნველყოფს”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2004 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აღინიშნება.