16 ივნისიდან “კრისტალი” მომხმარებლებისთვის საბანკო პროდუქტების შეთავაზებას იწყებს.
როგორც “კრისტალის” გენერალურმა დირექტორმა ილია რევიამ “საქმიან დილაში” განაცხადა, საბანკო ლიცენზიის მიღების შემდეგ, ოთხი თვის განმავლობაში, კომპანია აქტიურად ემზადებოდა ახალი ეტაპისთვის.
“ძალიან დიდი სამუშაო იყო გაწეული. დაახლოებით 95 სხვადასხვა ტიპის პროექტი, ტრანსფორმაციული ცვლილება განვახორციელეთ ამ პერიოდის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის”,- ამბობს ილია რევია.
ამასთან, მან ახალ შესაძლებლობებზე და იმ კონკურენტულ უპირატესობებზე ისაუბრა, რაც “კრისტალს” ბაზარზე გამოარჩევს.
“პირველ რიგში, უფრო მეტი შესაძლებლობა დაფინანსების. მიკრო და მცირე მეწარმეებზე გასესხების ლიმიტის 1 მლნ ლარამდე ზრდა უკეთეს საშუალებას მოგვცემს, რომ ამ მომხმარებლებს მოვემსახუროთ. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ყოველთვის იყო მომხმარებელთან სიახლოვე და მომხმარებლის ბიზნესის სწორი აღქმა და გაგება, ამას მხოლოდ და მხოლოდ ვაძლიერებთ. კონკურენციას ვაპირებთ კვლავ სერვისით, მოქნილობით ამ სეგმენტის მომსახურებაში და ჩვენი სერვისების ეტაპობრივი გაციფრულებით. სულ ახლახან დავნერგეთ კლიენტების ვიდეო იდენტიფიკაცია, დისტანციური იდენტიფიკაცია”,- განაცხადა ილია რევიამ.
Crystal-ის მონეტა – რა უპიტატესობა აქვს და როგორ უნდა შეიძინოთ საინვესტიციო პროდუქტი?