საქართველოს პარლამენტთან აქცია განახლდა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი 10 მაისსაც გადაკეტეს.
უწყვეტი პროტესტის 164-ე დღეს აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები.
დედაქალაქის გარდა, პროტესტი გრძელდება რეგიონებშიც.