Gulf Georgia 14 წლის გახდა! საიუბილეო დღის აღსანიშნავად, ქალაქ გორთან, ცენტრალურ მაგისტრალზე, გაიხსნა გალფის ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი. კომპლექსში განახლებულ ავტოგასამართ სადგურთან ერთად, გაიხსნა საქართველოში ყველაზე დიდი ფორმატის Gulf Store-ის მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მგზავრობისას საჭირო ყველა სერვისი.
დღესდღეობით Gulf Georgia-ის ქსელში ფუნქციონირებს 167 ავტოგასამართი სადგური და 121 მაღაზია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს გალფის პოზიციებს ქვეყნის ავტოგასამართი სადგურების ბაზარზე.