Lion Group-ის ჰოლდინგში შემავალმა კომპანიამ – Lion Auto Auction – რებრენდინგის პროცესი დაასრულა და ამიერიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავტომობილების იმპორტს Lion Auto-ს იდენტობით გააგრძელებს.

ცვლილება ზუსტად პასუხობს კომპანიის ზრდის ტემპს და ხაზს უსვამს მის ვალდებულებას, მომხმარებლისთვის უფრო მარტივი გახადოს შეერთებული შტატებიდან ავტომობილების შესყიდვის პროცესი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს ტრანსფორმაცია ნათლად ასახავს Lion Auto-ს გამოცდილებასა და ღირებულებებსაც.

რებრენდინგის ფარგლებში, Lion Auto-მ ახალი ვებსაიტი წარადგინა, რომელიც მომხმარებლისთვის ავტოიმპორტის შესახებ ინფორმაციაზე წვდომას კიდევ უფრო ამარტივებს. “ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო უპრობლემო გამოცდილების უზრუნველყოფა და ჩვენი ახალი ვებგვერდი ამას ასახავს. მომხმარებელს ახლა შეუძლია მოიძიოს ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ ადგილას, რაც მანქანის შესყიდვის პროცესს უფრო გამჭვირვალეს და კომფორტულს ხდის.”

Lionauto.ge-ს საშუალებით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ:

  • მიიღონ ინფორმაცია, როგორ შეიძინონ ავტომობილი ამერიკული ავტოაუქციონებიდან Lion Auto-ს ექსპერტების დახმარებით;
  • გაეცნონ Lion Auto-0%-იანი ფრანშიზის პოლიტიკას ტრანსპორტირებისას დაზიანებების 100%-იანი ანაზღაურებით;
  • შეისწავლონ Lion Auto-ს ექსკლუზიური მარკეტ ალიანსის შესახებ აშშის წამყვან ავტოაუქციონთან, IAA-სთან;
  • მიიღონ დეტალური ინფორმაცია Lion Auto-ს სერვისებზე ავტომობილის შერჩევიდან ტრანსპორტირებამდე.

რებრენდინგის აღსანიშნავად Lion Auto-ს მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს, რომელიც შეზღუდული დროით მოქმედებს: Lion Auto, IAA მარკეტ ალიანსის ფარგლებში, $10 000-ის ღირებულების ავტომობილების ტრანსპორტირებაზე, მომხმარებელს $200-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

ამ და სხვა სპეციალური შეთავაზებების, Lion Auto-ს სერვისებისა და საერთაშორისო პარტნიორების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება კომპანიის ახალ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

კომპანია Lion Auto, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, ავტომობილის შესყიდვის მსურველებს საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს. კომპანია მყიდველს აძლევს სრულ წვდომას ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან აუქციონებზე; პროფესიონალი გუნდი მზად არის, ავტომობილის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად მყიდველზე მორგებული ვარიანტი შეარჩიოს; მომხმარებელი Lion Auto-სთან ერთად, 35%-იან დანაზოგს აკეთებს, ადგილობრივ ბაზართან შედარებით. Lion Group-ის ჰოლდინგში შემავალი კიდევ ერთი კომპანია Lion Trans-ის მხარდაჭერით, ავტოიმპორტიორი ავტომობილების უსაფრთხო და შეუფერხებელ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *