გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ივნისს ამინდი საქართველოში ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან შემოსული ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით იქნება განპირობებული.
მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქვეყნის ჩრდილომთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
- სოხუმი – უმეტესად უნალექოდ, ტემპერატურა: +26°C
- ბათუმი – უნალექოდ, ტემპერატურა: +27°C
- ქობულეთი – უნალექოდ, ტემპერატურა: +25°C
- ქუთაისი – უნალექოდ, ტემპერატურა: +27°C
- ზუგდიდი – უმეტესად უნალექოდ, ტემპერატურა: +27°C
- ანაკლია – უნალექოდ, ტემპერატურა: +26°C
- ოზურგეთი – უნალექოდ, ტემპერატურა: +27°C
- ონი – შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა: +22°C
- გორი – უნალექოდ, ტემპერატურა: +27°C
- ცხინვალი – უნალექოდ, ტემპერატურა: +26°C
- თბილისი – უნალექოდ, მოსალოდნელია ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ტემპერატურა: +29°C
- მარნეული – უნალექოდ, ტემპერატურა: +26°C
- რუსთავი – უნალექოდ, ტემპერატურა: +29°C
- ახალციხე – უნალექოდ, ტემპერატურა: +27°C
- ბორჯომი – უნალექოდ, ტემპერატურა: +24°C
- ბაკურიანი – უნალექოდ, ტემპერატურა: +16°C
- სტეფანწმინდა – შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა: +16°C
- თელავი – უნალექოდ, ტემპერატურა: +28°C