ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 6-თვიანი პაუზის შემდეგ, გუშინ გახდა საჯარო, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ლაშა ტალახაძის და მისი მეუღლის, ანა დემურიას საკუთრებაა 13 ბინა, მათ შორის, ორი ახალშეძენილი 2024 წელს, ხოლო ლაშა ტალახაძე რამდენიმე მსუბუქ ავტომანქანასა და ხუთ კომპანიაში წილს ფლობს.
უძრავი ქონება
„ქართული ოცნების“ დეპუტატის სახელზეა რეგისტრირებული 8 საცხოვრებელი ბინა, საიდანაც ორი 2024 წელს იყიდა. ახალშეძენილი ბინებიდან ერთი მდებარეობს თბილისში, რაშიც მან 40 ათასი დოლარი გადაიხადა, ხოლო მეორე მცხეთაში – ამ უკანასკნელში 230 ათასი დოლარია დახარჯული. ჯამურად, ოჯახი ფლობს 13 ბინას.
ანა დემურია:
- მიწის ნაკვეთი, სენაკის რაიონი, სოფელი ნოქალაქევი – 581 კვ.მ, 20,000 USD (შეძენის თარიღი: 2024 წლის 27 სექტემბერი)
- ბინა (მშენებარე), ბათუმი, ანგისას II ჩიხი, N 2, 55.3 კვ.მ, 28,000 GEL (შეძენის თარიღი: 2020 წლის 21 იანვარი)
- ბინა (მშენებარე), ბათუმი, ანგისას II ჩიხი, N 2, 35.5 კვ.მ, 20,000 USD (შეძენის თარიღი: 2020 წლის 21 იანვარი)
- ბინა, თბილისი, თეიმურაზ I-ის ქუჩა, N 20, 55.9 კვ.მ, 35,000 USD (შეძენის თარიღი: 2024 წლის 30 სექტემბერი)
- ბინა, თბილისი, კანდელაკის ქუჩა, N 41, 71.6 კვ.მ, 63,000 USD (შეძენის თარიღი: 2022 წლის 8 თებერვალი)
- მიწის ნაკვეთი, თბილისი, აკაციის ქუჩა, N 29, 1990 კვ.მ, 440,000 USD (შეძენის თარიღი: 2024 წლის 17 დეკემბერი)
- ბინა, თბილისი, თეიმურაზ I-ის ქუჩა, N 20, 84.9 კვ.მ, 45,000 USD (შეძენის თარიღი: 2024 წლის 30 სექტემბერი)
ლაშა ტალახაძე:
- ტერასა, თბილისი, კანდელაკის ქუჩა, N 41, 369.9 კვ.მ, 30,000 USD (შეძენის თარიღი: 2021 წლის 11 ნოემბერი)
- ბინა, თბილისი, ჩაჩავას ქუჩა, N 4, 77.6 კვ.მ, 57,000 USD (შეძენის თარიღი: 2021 წლის 31 მაისი)
- მიწის ნაკვეთი, მცხეთა, სოფელი ნავდარაანთკარი, 370 კვ.მ, 20,000 USD (შეძენის თარიღი: 2022 წლის 26 დეკემბერი)
- ბინა, თბილისი, კანდელაკის ქუჩა, N 41, 112.4 კვ.მ, 85,000 USD (შეძენის თარიღი: 2021 წლის 11 ნოემბერი)
- მიწის ნაკვეთი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბაგა, 10000 კვ.მ, 125,000 USD (შეძენის თარიღი: 2022 წლის 9 ივნისი)
- მიწის ნაკვეთი (+ მშენებარე სახლი), თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი, 601 კვ.მ, 85,000 USD (შეძენის თარიღი: 2021 წლის 21 ოქტომბერი)
- ბინა, თბილისი, რაიონი საბურთალო, 45.6 კვ.მ, 40,000 USD (შეძენის თარიღი: 2024 წლის 15 ოქტომბერი)
- ბინა (+ მშენებარე სახლი), მცხეთა, სამხედროს ქუჩა, N 73, 532 კვ.მ, 230,000 USD (შეძენის თარიღი: 2024 წლის 18 აპრილი)
- მიწის ნაკვეთი, მცხეთა, სოფელი ნავდარაანთკარი, 1500 კვ.მ, 40,000 USD (შეძენის თარიღი: 2022 წლის 26 დეკემბერი)
- ბინა, თბილისი, ელიზბარ მინდელის ქუჩა, N 13ბ, 565 კვ.მ, 83,000 USD (შეძენის თარიღი: 2022 წლის 14 ივლისი)
- ბინა, თბილისი, კანდელაკის ქუჩა, N 41, 81.2 კვ.მ, 100,000 USD (შეძენის თარიღი: 2021 წლის 11 ნოემბერი)
- ბინა, თბილისი, კანდელაკის ქუჩა, N 41, 114.3 კვ.მ, 90,000 USD (შეძენის თარიღი: 2021 წლის 11 ნოემბერი)
- ბინა, თბილისი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, N 26, 46 კვ.მ, 41,000 USD (შეძენის თარიღი: 2014 წლის 23 იანვარი).
ავტომობილები
ლაშა ტალახაძე საკუთარ საკუთრებაში წარმოადგენს რამდენიმე მსუბუქ ავტომანქანას:
- BMW XM (2024 წლის მოდელი), შეძენილი 13 აპრილს, 132 000 EUR-ის ღირებულებით.
- DODGE (2024 წლის მოდელი), შეძენილი 14 ნოემბერს, 20 000 USD-ად.
ანა დემურიას საკუთრებაშია TOYOTA PRADO (2021 წლის მოდელი), რომელიც 4 აგვისტოს შეძინა, და მისი ღირებულება 43 400 USD-ია.
წილები და ანგარიშები
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ძალოსანი ლაშა ტალახაძე ჯამში ხუთ კომპანიაში ფლობს წილებს, მათ შორის, ერთ-ერთი ბიზნესიდან 2024 წელს მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღო.
კერძოდ:
- შპს „ლაშა ტალახაძის სახელობის ოლიმპიური ბანაკი“ – სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ტალახაძე ამ კომპანიის წილებს სრულად ფლობს.
- შპს „ლტ კომპანი“ – ამ კომპანიაში ლაშა ტალახაძე გიორგი აფაქიძესთან ერთად თანაბრად იყოფს წილებს.
- შპს „ჰილსაიდი“ – ტალახაძე კომპანიის 26%-იან წილს ფლობს. აღსანიშნავია, რომ ამ ბიზნესიდან მან 2024 წელს 680 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
- შპს „ელ. ბი. ჯეო გრუპი“ – ამ შემთხვევაში ტალახაძე წილის ნახევარს ფლობს, მისი თანამოწილეები კი ბაკურ და ზვიად გოგოჭურები არიან.
რაც შეეხება ფინანსებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ლაშა ტალახაძეს ანაბარზე 1 000 000 ლარი ჰქონდა.
ლაშა ტალახაძის მიერ შესრულებული ანაზღაურებადი სამუშაოები 2024 წელს
ტალახაძემ ჯამურად ანაზღაურების სახით 2024 წელს 350 ათას ლარზე მეტი მიიღო. კონკრეტული სამუშაო და მიღებული შემოსავლები ასეთია:
- საქართველოს ძალოსნობის ნაკრების წევრი – 20,400 GEL
- წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – 12,823.33 GEL
- საქართველოს პარლამენტის წევრი – 5,001.03 GEL
- საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია, ნაკრების წევრი – 19,705.89 GEL
- საქართველოს ბანკი, ნაკრების წევრი – 18,459.21 GEL
- შპს არქი პრომოუშენ, ნაკრების წევრი – 102,551.02 GEL
- შპს თეთრი ქალაქი, ნაკრების წევრი – 12,000 GEL
- შპს მარსი, ნაკრების წევრი – 154,134.18 GEL
- შპს მისანი, ნაკრების წევრი – 5,500 GEL
შემოსავალი და გასავალი 2024 წელს
ანა დემურია
- გასავლები:
- აბონირების გადასახადი: 7 000 GEL
- ტურისტული სააგენტოს მომსახურების საფასური: 5 600 GEL
- პირადი გადარიცხვები (საოჯახო, საყოფაცხოვრებო ხარჯები, რემონტი): 24 810 GEL
- პირადი გადარიცხვები (საოჯახო, საყოფაცხოვრებო ხარჯები, რემონტი): 2 000 USD
- შემოსავლები:
- პირადი გადარიცხვები (მეუღლის მანქანების გასხვისებიდან): 72 000 USD
- პირადი გადარიცხვები (მეუღლის მანქანების გასხვისებიდან): 38 000 GEL
ლაშა ტალახაძე
- შემოსავლები:
- ჯილდო სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის: 1 000 000 GEL
- სალიცენზიო პრემია: 19 215.69 GEL
- საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა სტიპენდია: 129 600 GEL
- გამარჯვებულ სპორტსმენთა დაჯილდოება: 20 000 GEL
- ოლიმპიური ჩემპიონატი (ოქროს მედალი): 100 000 GEL
- სპორტის სფეროში მოღვაწეთა თანხა: 60 500 GEL
- ჯილდო, სასპონსორო თანხები, პირადი გადარიცხვები: 649 755 GEL
- ჯილდო, სასპონსორო თანხები, პირადი გადარიცხვები: 69 000 USD
- პირადი გადარიცხვები (მანქანის გასხვისებიდან მიღებული თანხის ნაწილი): 5 000 EUR
- გასავლები:
- უძრავი და მოძრავი ქონებების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები, პირადი და საოჯახო ხარჯები, პირადი გადარიცხვები: 1 698 858.14 GEL
- პირადი გადარიცხვები (საოჯახო ხარჯი, ნივთების შეძენა): 6 000 USD
სესხები
ჯამურად ლაშა ტალახაძის სესხების ვალდებულება 2024 წელს იყო 1,160 მლნ ლარი და 79,722 USD აქვს გადახდილი.
გარდა ამისა, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე 390,000 USD და 132,000 EUR გადაიხადა.
ლაშა ტალახაძის ზეპირი ხელშეკრულებები 2024:
- BMW XM 2024 – 132,000 EUR;
- Dodge Ram 1500 – 20,000 USD;
- Jeep Wrangler Unlimited Rubicon – 63,000 USD;
- BMW 750 XL – 22,000 USD;
- Lexus LX 450d – 60,000 USD;
- Jeep Wrangler Unlimited Rubicon – 25,000 USD;
- BMW 750 XL – 23,000 USD;
- Toyota Land Cruiser 300 – 63,000 USD;
- Lexus LX 450d – 67,000 USD.