კვირას, 15 ივნისს, 18:00 საათზე, უწყვეტი 200-დღიანი პროტესტის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
“200 დღე გავიდა! ეს დრო იმის დასტურია, რომ ხელისუფლება ვერ გატეხს ხალხის ნებას. რეჟიმი ძლიერი არ არის – ის უბრალოდ გვაჯერებს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უიმედოა.
სიმტკიცით, სტრატეგიით და ორგანიზებულობით შესაძლებელია რეჟიმის ჩამოშლა. თუმცა გამარჯვებისთვის გეგმასთან ერთად აუცილებელია საზოგადოების მოქმედება, რომელსაც სჯერა ცვლილების.გამოდი და თქვი – ხალხი წყვეტს!
მოვითხოვთ არალეგიტიმური მთავრობის დაუყოვნებელ გადადგომას!
„პარლამენტმა“ და „მთავრობამ“ დათმოს მიტაცებული ძალაუფლება!
გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები!” – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.