ლაიონ ტრანსი აგრძელებს ავტოიმპორტიორი კომპანიებისა და მსხვილი ავტოდილერების მხარდაჭერას რამდენიმე მილიონი დოლარის მოცულობის ახალი ინვესტიციით.
ეს ინვესტიცია მოიცავს:
- საბრუნავი თანხის გამოყოფას ავტომობილების შესაძენად;
- 3-თვიანი და 6-თვიანი უპროცენტო დაფინანსების ლიმიტების უზრუნველყოფას.
ლაიონ ტრანსის თითოეულ პარტნიორს შეუძლია ისარგებლოს 50,000, 100,000 ან 200,000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით, სრულიად უპროცენტოდ! ეს უნიკალური შესაძლებლობა ავტოიმპორტიორ კომპანიებსა და ავტოდილერებს საშუალებას მისცემს, გააფართოონ ბიზნესი, გაზარდონ მოგება და გააძლიერონ პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე.
წლების განმავლობაში, კომპანიამ ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში, რათა ხელი შეუწყოს ავტოიმპორტის სფეროს განვითარებას.
ლაიონ ტრანსის საქმიანობა საერთაშორისო მასშტაბისაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალი თანამედროვე საწყობი აშენდა, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, უკრაინის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, როტერდამის, გერმანიისა და სამხრეთ აფრიკის ავტო იმპორტიორებს. ეს საწყობები უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სერვისებს, რაც ლაიონ ტრანსის პარტნიორებს საშუალებას აძლევს, ეფექტურად იმუშაონ გლობალურ ბაზარზე.
გარდა ამისა, საქართველოში არსებული ინვესტიციებიც მრავალმხრივია. ფოთში აშენდა მაღალი სტანდარტების ტერმინალი, რომელიც ავტოიმპორტის პროცესს კიდევ უფრო საიმედოს ხდის. წეროვანში მოეწყო თანამედროვე ავტოსადგომი, სადაც მალე დაიწყება ონლაინ აუქციონები. ეს სიახლე ქართველ ავტოდილერებს საშუალებას მისცემს გავიდნენ აზიისა და ევროპის ბაზარზე.
ასევე, ლაიონ ტრანსი დამწყები ავტოდილერებისთვის აფინანსებს კურსებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაც ხელს უწყობს ახალი პროფესიონალების მომზადებას.
არ გამოტოვო შანსი, განავითარო შენი ავტობიზნესი და გახდე უფრო მეტად წარმატებული – ლაიონ ტრანსთან ერთად!