“2020-2024 წლებში შესრულებულია რეკომენდაციების 46%, ნაწილობრივ კი–28%” – როგორია აუდიტის ძირითადი შედეგებ

რა გამოწვევებია აღმასრულებლისა და აღსრულების პოლიციელის კვალიფიკაციის მხრივ? – აუდიტის განმარ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია აუდიტის ძირითად შედეგებზე და შესრულების მდგომარეობაზე.

დოკუმენტის თანახმად, 2020-2024 წლებში აუდიტის სამსახურმა 3 000-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა, საიდანაც 20% ასახულია 2024 წელს ჩატარებული აუდიტების ანგარიშებში. სტატისტიკური ანალიზით, სრულად შესრულებულია რეკომენდაციების 46%, ნაწილობრივ კი – 28%.

აუდიტი წერს, რომ რეკომენდაციების 18% მიმდინარეა და ორგანიზაციების მიერ მათი საბოლოო შესრულებისთვის დაგეგმილი თარიღი ჯერ არ დამდგარა.

რაც შეეხება ხელისუფლების ცენტრალურ დონეს, 2020-2024 წლებში აუდიტის სამსახურმა გასცა 1,200-ზე მეტი რეკომენდაცია, რაც ჯამური რეკომენდაციების 41%-ია. აუდიტი წერს, რომ სრულად შესრულებული რეკომენდაციების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ცენტრალური ხელისუფლების დონეზე და იგი 58%-ს შეადგენს და 12 პ.პ.-ით აღემატება რეკომენდაციების შესრულების ჯამურ მაჩვენებელს.

აღსანიშნია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასცემს ორი ტიპის რეკომენდაციას: მნიშვნელოვანს და სტანდარტულს. მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ეხება ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებს და
მათ შესრულებას შეუძლია არსებითი ზეგავლენის მოხდენა საჯარო ფინანსების მართვის სისტემაზე. მათი შეუსრულებლობა ზრდის თაღლითობის, კორუფციისა და რესურსების არამიზნობრივი გამოყენების რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულება საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მიღებული სარგებელი ბევრად აღემატება დანახარჯს.

2020-2024 წლებში გაცემული 1,300-ზე მეტი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის 52% სრულად არის შესრულებული. რაც შეეხება სტანდარტული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელს, აუდიტი წერს, რომ ის შედარებით დაბალია და 42%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე გაცემული რეკომენდაციები შესრულების შედარებით მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, მათ შორის, მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულება 64%-ს შეადგენს, ხოლო სტანდარტული რეკომენდაციების – 53%-ს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, ძირითადად, ეფექტიანობის აუდიტების ფარგლებში გაიცემა. შესაბამისად, ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციების მხოლოდ 25%-ია სრულად შესრულებული, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულია – 33%.

შედარებით მაღალია შესაბამისობის აუდიტების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულება, რომელიც 54%-ს აღწევს. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ფინანსური აუდიტის რეკომენდაციები, რომელთა შესრულება 56%-ია.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე გაცემული რეკომენდაციებიდან შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით შესაბამისობის აუდიტების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები გამოირჩევა და 79%-ს შეადგენს. საერთო მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია ცენტრალურ დონეზე გაცემული ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი, რომელიც 41%-ია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მომართვის საფუძველზე, ყოველწლიურად ატარებს მათ მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების აუდიტებს, რაც სამსახურის დამოუკიდებელი აუდიტორული საქმიანობის მაღალ ხარისხსა და ნდობაზე მიუთითებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წლიდან ყოველწლიურად ატარებს მსოფლიო ბანკის (WB) პროექტის − „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა (SRAMP)“ დამოუკიდებელ ეფექტიანობის აუდიტს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ნდობა გამოუცხადეს ისეთმა საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა, მსოფლიო ბანკი (WB) და აშშ­-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *