2024 წელს ბიზნესი ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს ₾1.2 მილიარდის გადასახადზე ედავებოდა

2024 წელს ბიზნესი ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს ₾1.2 მილიარდის გადასახადზე ედავებოდა
ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს გასულ წელს ჯამში 2 547 საჩივრით მიმართეს. 2023 წელთან შედარებით საჩივრების რაოდენობა 11%-ით შემცირდა.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ჯამში საბჭოს 72 სხდომა ჩატარდა, სადაც თითქმის 1.2 მილიარდი ლარის საგადასახადო დავა განიხილეს. 2023 წელთან შედარებით 134 მლნ ლარით გაიზარდა სადავო თანხის მოცულობა. შესული საჩივრებიდან საბჭომ 2 356 საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება.

მიღებული გადაწყვეტილებებით სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 625 საჩივარი, 1500 მომჩივანს უარი ეთქვა, ხოლო 231 საჩივარი განუხილველი დარჩა მომჩივნის მიერ სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნის დარღვევის ან დავის შეწყვეტის გამო.

ანგარიშის მიხედვით, განხილული საჩივრებიდან უმეტესი ნაწილი (33%) წარმოდგენილი იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების და ფიზიკური პირების (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეების).

დავების განხილვის საბჭო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების განმხილველ ორგანოა. სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, ხოლო არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივროს. საბჭოს თავმჯდომარეობს ფინანსთა მინისტრი, ხოლო მისი შემადგენლობა განისაზღვრება აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *