2024 წელს ელევატორებმა ₾326.3 მლნ-ის პროდუქტი გაყიდეს

2024 წელს ელევატორებმა ₾326.3 მლნ-ის პროდუქტი გაყიდეს

2024 წელს საქართველოში მოქმედი ელევატორების რაოდენობა 39-მდე შემცირდა. 2023 წელს ქვეყანაში 43 ელევატორი იყო მოქმედი.

საქსტატის მონაცემებით, მათი უმრავლესობა ქვემო ქართლის (25.6%) და კახეთის (23.1%) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 12.8% ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 12.8% – იმერეთის რეგიონში, 12.8% – ქ. თბილისში, 7.7% – შიდა ქართლის რეგიონში, 5.1% – გურიის რეგიონში.

“მომსახურება 30 მომხმარებელს გაეწია. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 118 ერთეული შეადგინა. გასული წლის განმავლობაში ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 441 კაცით განისაზღვრა. მაშინ როდესაც 2023 წელს ეს რიცხვი 541-ს შეადგენდა.

ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 464.5 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 61.3%-ს წარმოადგენდა ხორბალი, 19.1%-ს – სოიოს შროტი, 8.2%-ს – ხორბლის ფქვილი, 8%-ს – სიმინდი, დანარჩენ პროდუქციას კი უმნიშვნელო წილი ჰქონდა”, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

2024 წლის ელევატორებმა იმაზე მეტი პროდუქტი გაყიდეს, ვიდრე 2023 წელს. კონკრეტულად კი გაყიდული 280.1 ათასი ტონა პროდუქციის ღირებულებამ 326.3 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან, 32.9% (ღირებულების მიხედვით) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების.

ელევატორების მიერ პროდუქციის გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა 4.6 მლნ. ლარი შეადგინა.

ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით ჭარბობდა ხორბლის ფქვილი (ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის ღირებულების 81.8%) და ქატო (11.9%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 50.2%-ს, თებერვალში – 48.4%-ს, მარტში – 46.7 %-ს, აპრილში – 48.3 %-ს, მაისში – 47.1 %-ს, ივნისში – 46.3 %-ს, ივლისში – 51.4 %-ს, აგვისტოში – 47.5 %-ს, სექტემბერში – 49.3 %-ს, ოქტომბერში – 54.7 %-ს, ნოემბერში – 54.2 %-ს, ხოლო დეკემბერში – 53.1 %-ს.

ელევატორების 46.2% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 38.5% აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 15.4% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სესხით სარგებლობს ელევატორების 41%, რომელთა ნახევარს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებული გაუმჯობესების მიზნით), 37.5%-ს – საბრუნავი კაპიტალისათვის, 12.5%-ს – როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი კაპიტალისათვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *