2024 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ხორცის საშუალო მოხმარება წლიურად 51 კილოგრამს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 6 კილოგრამით მეტია. დღიურად ეს მხოლოდ 138 გრამს უდრის. თუმცა შიდა წარმოება ამ ზრდას თან ვერ მიჰყვება – ხორცის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 47%-ზე შეჩერდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მოხმარებული ხორცის ნახევარზე მეტი იმპორტზეა დამოკიდებული.
წელი | ხორცით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი (%) |
---|---|
2020 | 50.3% |
2021 | 51.0% |
2022 | 49.1% |
2023 | 48.4% |
2024 | 47.0% |
საქსტატის მონაცემით, 2024 წელს ხორცის საერთო მოხმარება ქვეყანაში 89 ათას ტონას გაუტოლდა. აქედან ადგილობრივი წარმოება მხოლოდ 26.7 ათასი ტონა იყო, ხოლო იმპორტი – 77.6 ათასი ტონა. ექსპორტი შედარებით მცირეა და 14.9 ათას ტონას შეადგენს.
მაჩვენებლები ხორცის სახეობების მიხედვით:
- საქონლის ხორცი: ერთ სულზე წლიურად 10 კგ (27 გრ/დღე); თვითუზრუნველყოფა – 74%.
- ღორის ხორცი: 16 კგ (43 გრ/დღე); თვითუზრუნველყოფა – 52%.
- ცხვრისა და თხის ხორცი: 1 კგ (3 გრ/დღე); თვითუზრუნველყოფა – 104% (არსებობს ექსპორტიც).
- ფრინველის ხორცი: 24 კგ (66 გრ/დღე); თვითუზრუნველყოფა – მხოლოდ 30%, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ხორცის სახეობებს შორის.
ერთადერთი ხორცის სახეობა, რომელშიც ქვეყანა სრულად თვითუზრუნველყოფილია, ცხვარი და თხაა.
მონაცემების მიხედვით, ცხვრისა და თხის ხორცის უდიდესი ნაწილის წარმომავლობა კახეთიდან მოდის, ხოლო ღორის ხორცის ძირითადი წილი კვლავაც კახეთში და ქვემო ქართლში იწარმოება.