2024 წელს თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა 17.6%-ით შემცირდა – საქსტატი

2024 წელს თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა 17.6%-ით შემცირდა – საქსტატი

თეატრების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს დამსწრე მაყურებელთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.6%-ით შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, 2024 წელს, დამსწრე მაყურებელთა რაოდენობამ, ჯამურად 636.1 ათას ადამიანი შეადგინა, საიდანაც 2/3, ანუ 66.2% დედაქალაქზე მოდის, ხოლო მაყურებელთა სიმრავლით, მეორე ადგილს იმერეთის რეგიონი იკავებს. მისი წილი მაყურებელთა ჯამურ რაოდენობაში 10.3%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში საქართველოში 54 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა. თეატრების უმრავლესობა, 43 ერთეული – დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების ჟანრში მუშაობდა. ამასთან, ქვეყანაში მოქმედებდა 7 თოჯინების, 2 ოპერისა და ბალეტის, ასევე 2 ბავშვთა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი. თეატრების უმრავლესობა, ანუ 53.7% ქ. თბილისში ფუნქციონირებდა, 14.8 % – იმერეთში, ხოლო დარჩენილი 31.5 %, სხვა რეგიონებში.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში 4.8 ათასი ღონისძიება ჩატარდა, აქედან 177 იყო გასვლითი (ქალაქის გარეთ). ხოლო, საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ 136 ერთეული შეადგინა და ჯამში, 4 518 ერთეული სპექტაკლი ჩატარდა. მოცემული სტატისტიკიდან დგინდება, რომ 2024 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 3.5%-ით არის შემცირებული. ჩატარებული სპექტაკლების დაახლოებით ორი მესამედი, კონკრეტულად 69.4% ქ. თბილისში ჩატარდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *