დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წელს -159 იყო , 2022 წელს -216 და 2021 წელს – 168.
რაც შეეხება, იმ პირების რაოდენობას, რომელთა მიმართაც 2024 წელს საჯარო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ასეთი 83 იყო. ეს მაჩვენებელი 2023 წელს 153 პირს შეადგენდა, 2022 წელს -150-ს, ხოლო 2021 წელს 144 პირს.
რაც შეეხება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მუხლობრივ მაჩვენებელს, ანგარიშში წერია, რომ 2024 წელს, ყველაზე მეტი – 28 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტებზე, – 17 პირის მიმართ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, 11 პირის მიმართ ქრთამის აღების ფაქტზე, ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტებზე – 7 პირის მიმართ.
2024 წელს დევნადაწყებული პირებიდან 61 პირი, დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში, ხოლო მათგან 2 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას წარმოადგენდა მაღალი თანამდებობის პირს (შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე).
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ საჯარო მოხელეთა დიდ ნაწილს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირები წარმოადგენენ – სულ 22 პირი, რაც შეადგენს ბრალდებულ საჯარო მოხელეთა 36%-ს.
“2024 წელს საქართველოს პროკურატურაში შემოვიდა 9 შეტყობინება, რომელიც ეხებოდა სამართალდაცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებს. აღნიშნული შეტყობინებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა საგამოძიებო დანაყოფში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 9 საქმეზე. ამავე პერიოდში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ.
2024 წელს, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულში მხილებული 64 პირის მიმართ, ხოლო 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 105 პირს.
2024 წელს, სასამართლოს მიერ სამსახურებრივი გულგრილობისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი 18 პირი. საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ იქნა ცნობილი 9 პირი, სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე კი დამნაშავედ იქნა ცნობილი 9 პირი, ქრთამის აღების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი 8 პირი”, – წერია ანგარიშში.