2024 წელს ლუდის ექსპორტი შემცირდა, იმპორტი გაიზარდა – სად ვყიდულობთ/ვყიდით სასმელს?

2024 წელს ლუდის ექსპორტი შემცირდა, იმპორტი გაიზარდა – სად ვყიდულობთ/ვყიდით სასმელს?

გასულ წელს ქართული ლუდის ექსპორტის მოცულობა 15%-ით შემცირდა და 5.9 ათასი ტონა შეადგინა. მანამდე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლუდის ექსპორტში ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა.

  • 2020 – 5.5 ათასი ტონა
  • 2021 – 3.1 ათასი ტონა
  • 2022 – 5.1 ათასი ტონა
  • 2023 – 6.9 ათასი ტონა
  • 2024 – 5.9 ათასი ტონა

როგორც TBC Capital-ის სექტორულ კვლევაში ვკითხულობთ, 2024 წელს ქართული ლუდის ძირითადი საექსპორტო ბაზრები ასე გამოიყურებოდა:

  1. ყაზახეთი – 31%
  2. სომხეთი – 18%
  3. რუსეთი – 8%
  4. აზერბაიჯანი – 5%
  5. ისრაელი – 5%

რაც შეეხება ექსპორტის საშუალო ღირებულებას, TBC Capital-ის თანახმად, გასულ წელს 1 ლიტრი ქართული ლუდის საექსპორტო ფასი უცვლელად დარჩა და $1.11 შეადგინა.

რაც შეეხება ლუდის იმპორტს, 2024 წელს საქართველოში იმპორტირებული ლუდის მოცულობამ 15.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წლიურად 32%-იანი ზრდაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლუდის იმპორტის მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს:

  • 2020 – 6.6 ათასი ტონა
  • 2021 – 7.1 ათასი ტონა
  • 2022 – 10.7 ათასი ტონა
  • 2023 – 11.7 ათასი ტონა
  • 2024 – 15.5 ათასი ტონა

TOP 5 ქვეყანა 2024 წელს საქართველოში ლუდის იმპორტის მიხედვით:

  1. გერმანია – 31%
  2. რუსეთი – 17%
  3. თურქეთი – 15%
  4. ჩეხეთი – 7%
  5. უკრაინა – 6%

TBC Capital-ის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ იმპორტირებული ლუდის საშუალო ფასი წლიურად 7%-ით. $1.20-მდე შემცირდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *