2024 წელს მსოფლიოში ღვინის მოხმარება რეკორდულად შემცირდა – რომელ ქვეყანაში სვამენ ყველაზე მეტ ღვი

2024 წელს მსოფლიოში ღვინის მოხმარება რეკორდულად შემცირდა – რომელ ქვეყანაში სვამენ ყველაზე მეტ ღვი
2024 წელს მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიურად 3.3%-ით შემცირდა და 214 მილიონი ჰექტოლიტრი (mhl) შეადგინა, რაც 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია – ამის შესახებ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის სექტორის წინასწარი შედეგების ანგარიშშია აღნიშნული.

ღვინის გლობალური მოხმარება 2018 წლიდან კლების სტაბილურ ტენდენციას ინარჩუნებს, რასაც რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს. მათ შორისაა 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიწოდების ჯაჭვების დარღვევა, ენერგეტიკული კრიზისები, ეკონომიკური რყევები და სხვა. საერთო მოხმარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩინეთში ღვინოზე მოთხოვნის შემცირებასაც – ქვეყნის მოხმარება 2018 წლიდან დღემდე წლიურად, საშუალოდ, 2 mhl-ით იკლებს.

რომელ ქვეყანაში სვამენ ყველაზე მეტ ღვინოს? – 2024

  1. აშშ – 33.3 mhl
  2. საფრანგეთი – 23 mhl
  3. იტალია – 22.3 mhl
  4. გერმანია – 17.8 mhl
  5. გაერთიანებული სამეფო – 12.6 mhl
  6. ესპანეთი – 9.6 mhl
  7. რუსეთი – 8.1 mhl
  8. არგენტინა – 7.7 mhl
  9. პორტუგალია – 5.6 mhl
  10. ჩინეთი – 5.5 mhl

ამ რეიტინგში საქართველო, სადაც გასულ წელს თითქმის 1.19 mhl (120 მლნ ლიტრი) ღვინო აწარმოვეს, 29-ე ადგილზეა.

რეიტინგი იცვლება, თუ ღვინის მოხმარებას ერთ სულ მოსახლეზე შევაფასებთ. ამ შემთხვევაში, OIV-ის ინფორმაციით, პორტუგალია ლიდერობს. ორგანიზაცია არ აქვეყნებს შესაბამისს რეიტინგს, თუმცა, მოცემული ანგარიშიდან ჩანს, რომ 15+ ასაკის მოსახლეობაში ღვინის სმის კომპონენტით საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს.

  1. პორტუგალია – 61.1 ლიტრი
  2. იტალია – 42.7 ლიტრი
  3. საფრანგეთი – 41.5 ლიტრი
  4. საქართველო – 39.9 ლიტრი
  5. შვეიცარია – 29.7 ლიტრი
  6. ავსტრია – 28.6 ლიტრი
  7. ავსტრალია – 24.5 ლიტრი
  8. გერმანია – 24.5 ლიტრი
  9. უნგრეთი – 24.4 ლიტრი
  10. ესპანეთი – 23.8 ლიტრი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *