2024 წელს სამაცივრეებმა ₾27.1 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს – რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი მეურნეობა?

2024 წელს სამაცივრეებმა ₾27.1 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს – რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი მეურნეობა?

2024 წელს საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა 387-მდე გაიზარდა. 2023 წელს ამ ტიპის მეურნეობების რაოდენობა 373 იყო.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამაცივრე მეურნეობების 2024 წლის მონაცემებით, მეურნეობების უმრავლესობა შიდა ქართლის რეგიონშია (59.7%) განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია: ქ. თბილისში (11.1%), კახეთში (9.8%), ქვემო ქართლში (5.2%), სამეგრელო-ზემო სვანეთში (5.2%), იმერეთში (3.4%), აჭარის არ-ში (3.1%), გურიაში (1%), მცხეთა-მთიანეთში (0.8%), სამცხე-ჯავახეთში (0.5%) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (0.3%) რეგიონში.

გასულ წელს, სამაცივრე მეურნეობებში მომსახურება 509 მომხმარებელს გაეწია, რაც 2023 წელთან შედარებით [595 მომხმარებელი] შემცირებული მაჩვენებელია. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 1 289 ერთეული შეადგინა. ამასთან, 2024 წელს, გასულ წელთან შედარებით [2 075 ადამიანი] სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 964 კაცამდე შემცირდა.

გასულ წელს, გაიზარდა მაცივრებში შენახული (განთავსებული) პროდუქცის მოცულობა, რამაც 340.8 ათასი ტონა შეადგინა. აქედან, 41.3% – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 19.8% – პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 12.8% – ხილი და ბოსტნეული, 12.7% – თევზეული, 7.8% – რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 5.6% ეკავა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2024 წლის განმავლობაში შესყიდულია 72.2 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს, სამაცივრეებს შემოსავალი მცირედ [500 000 ლარით] 27.1 მლნ. ლარამდე შეუმცირდათ.

მცირედაა შემცირებული მეურნეობების მიერ გაყიდულია საქონლის (96.3 ათასი ტონა) ღირებულებაც, რამაც 544 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (48.3%) იყო ადგილობრივი (შესყიდული) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქციის 46.3% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (33.2%), ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (31.8%) და თევზეული (10.3%) წარმოადგენდა.

სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციისაგან უცხოურ ბაზარზე რეალიზებული იქნა 3.3% (ღირებულების მხრივ), რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი (59.2%) და ხილ-ბოსტნეული (29.9%) წარმოადგენდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 57.2%-ს, თებერვალში – 51.4%-ს, მარტში – 51%-ს, აპრილში – 49.8%-ს, მაისში – 57.6%-ს, ივნისში – 47.8%-ს, ივლისში – 55%-ს, აგვისტოში – 58.5%-ს, სექტემბერში – 49.7%-ს, ოქტომბერში – 58.7%-ს, ნოემბერში – 57.7%-ს, ხოლო დეკემბერში – 53%-ს.

სამაცივრე მეურნეობების 63.6% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 32.8% – ნაწილობრივ, ხოლო 3.6% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების 70%. აქედან, 51.3%-ს სესხი აღებული აქვს მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 45.4%-ს – მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 3.3%-ს – როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *