2024 წელს სახელმწიფომ უცხოური დაფინანსებით 448 მლნ ლარის ხელშეკრულებები გააფორმა

2024 წელს სახელმწიფომ უცხოური დაფინანსებით 448 მლნ ლარის ხელშეკრულებები გააფორმა
2024 წელს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულება გაფორმდა 41 DEP ტიპის ელექტრონულ ტენდერში (შესყიდვები დონორი ორგანიზაციების სახსრებით), რომლებიც დაფინანსებული იყო სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორების სახსრებით. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულებამ 448 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ქვემოთ მოცემულ ცხრილებში ნაჩვენებია ხელშეკრულებების ღირებულების და რაოდენობის გადანაწილება დონორებისა და შემსყიდველი ორგანიზაციების მიხედვით.

მათ შორის უმსხვილესი კონტრაქტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანია China Railway Tunnel Group Co.-სთან გააფორმა, რომლის ღირებულებამ 212,5 მლნ ლარი შეადგინა. პროექტი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა – გველეთის საავტომობილო გზის კმ 0+440 კმ 4+940 (ლოტი 1) მონაკვეთის მშენებლობას ეხება.

ცნობისთვის, 2023 წელს ხელშეკრულება გაფორმდა 35 DEP ტიპის ტენდერში. მაშინ აღნიშნული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულებამ 187 მილიონ ლარამდე შეადგინა. 2023 წელსაც უმსხვილესი დამფინანსებელი იყო მსოფლიო ბანკი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *