გასულ 2024 წელს უკრაინის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2.9% შეადგინა, რა ეკონომიკური ზრდის ტემპის მკვეთრად შენელებული მაჩვენებელია, რადგან 2023 წელს ზრდა 5.5% იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტროს გათვლა 3.6%-იან ზრდაზე ჰქონდა, თუმცა რეალური მაჩვენებელი 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლები აღმოჩნდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, არადამაკმაყოფილებელი ზრდის ტემპი გაჭიანურებული ომით, დაზიანებული ინფრასტრუქტურით, სამუშაო ძალის გადინებით და გაურკვევლობის მაღალი დონით არის განპირობებული, რაც კომპანიებსა და მოქალაქეებს ფინანსური მიმართულებით თავის შეკავებისაკენ უბიძგებს.
საერთო ჯამში, უკრაინის ეკონომიკის მოცულობა $189 მილიარდის ფარგლებშია ამ შედეგით ქვეყანა გლობალურ რეიტინგში 58-ე ადგილს იკავებს.