2024 წელს საქართველოში უალკოჰოლო სასმელების წარმოება 5%-ით გაიზარდა და 492 მილიონი ლიტრი შეადგინა. როგორც TBC Capital-ის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სექტორული კვლევის პუბლიკაციაშია აღნიშნული, პანდემიის შემდგომ სამი წლის განმავლობაში ორნიშნა ზრდის ძლიერი ტემპების შემდეგ, უალკოჰოლო სასმელების წარმოება დასტაბილურდა.
TBC Capital-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ფასების ცვლილებებმა და პროდუქციის მრავალფეროვანმა შემადგენლობამ, წარმოების ღირებულება 12%-ით, 943 მილიონ ლარამდე გაზარდა.
საქართველოში წარმოებული უალკოჰოლო სასმელების ღირებულება:
- 2020 – 411 მლნ ლარი
- 2021 – 585 მლნ ლარი
- 2022 – 765 მლნ ლარი
- 2023 – 841 მლნ ლარი
- 2024 – 943 მლნ ლარი
ამასთან, სექტორული კვლევის თანახმად, 2024 წელს უალკოჰოლო სასმელების ექსპორტმა მყარი ზრდა აჩვენა და 150 მილიონ ლიტრს მიაღწია. წლიური ზრდა 5.9%-ია. რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს ქვეყანამ 23.4 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელები შეისყიდა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის იდენტური მაჩვენებელია.
უალკოჰოლო სასმელების ექსპორტ/იმპორტის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები:
ექსპორტი:
- რუსეთი – 47%
- აზერბაიჯანი – 14%
- ყაზახეთი – 11%
- სომხეთი – 10%
- უზბეკეთი – 5%
იმპორტი:
- რუსეთი – 23%
- პოლონეთი – 17%
- თურქეთი – 17%
- უნგრეთი – 6%
- ავსტრია – 5%