2025 წელს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო ტერმინალი და სააეროდრომო ინფრასტრუქტურა გა

2025 წელს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო ტერმინალი და სააეროდრომო ინფრასტრუქტურა გა
“2025 წლის განმავლობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო ტერმინალი და სააეროდრომო ინფრასტრუქტურა გაფართოვდება”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ “ოცნების” ერთპარტიული პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებაში წერია.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ღონისძიების განხორციელების საჭიროება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის ანალიზის საფუძველზე გადაწყდა.

“აჭარის რეგიონში მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად, 2024 წელს ჩატარდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის ანალიზი, მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით, რის საფუძველზეც, 2025 წლის განმავლობაში, ოპერატორი კომპანია განახორციელებს სამგზავრო ტერმინალისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გაფართოებას”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე საუბარია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ, რაზეც წერია, რომ საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა აზიის განვითარების ბანკთან ქვესესხის წერილის ხელმოწერა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის კვლევის ჩატარების დასაფინანსებლად. დოკუმენტში წერია, რომ ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრიდან, ეტაპობრივად, გავზარდოთ 20 მლნ მგზავრამდე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *